Electrify.ge Electrify.ge info@Electrify.ge

კონფიდენციალურობის პოლიტიკა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სტანდარტები

წინამდებარე დოკუმენტი შემოღებული და დამტკიცებულია შპს „ელექტრიფაი საქართველო“ს (ს/კ 405663802) მიერ (შემდგომში “კომპანია”). მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გიგა ჯაფარიძის ქ., №24, ბ. №204; ელექტრონული ფოსტა: beka@electrify.ge

შპს „ელექტრიფაი საქართველო“ (ს/კ 405663802) წარმოადგენს უმაღლესი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, რომელიც ზრუნავს გარემოზე, ეკოლოგიაზე, მომხმარებელთა უფლებებსა და უსაფრთხო, მაღალხარისხიანი მომსახურების მიწოდებაზე.

წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებული და დამოწმებულია, იმისათვის რათა თქვენ მიიღოთ შპს „ელექტრიფაი საქართველო“ს (ს/კ 405663802) მომსახურება და ამასთანავე, დეტალურად იცოდეთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი გარანტიები.

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს, რომლითაც კომპანია იხელმძღვანელებს თქვენი (მომხმარებლების) პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს.

შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტზე თანხმობის გამოხატვით თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კომპანიის მიერ ქვემოთ აღწერილი პირობების შესაბამისად:

ტერმინთა განმარტება:

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

· “ვებ-გვერდი” – ნიშნავს https://electrify.ge, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების/სერვისის შეთავაზება;

· „აპლიკაცია“ - ნიშნავს ელექტრონულ პლატფორმებს, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელი იღებს კომპანიის სერვისებს. ესენია:

o IOS: https://apps.apple.com/il/app/electrify-georgia-ev-chargers/id6480051671;

o Android:https://play.google.com/store/apps/details?id=ge.electrifygeorgia.app2&pcampaignid=web_share

· “კომპანია“ – შპს „ელექტრიფაი საქართველო“ (ს/კ 405663802), რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რომელსაც ეკუთვნის ვებ-გვერდიც და აპლიკაციებიც;

· “მომხმარებელი” – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დარეგისტრირდება ელექტრონლად, კომპანიის პლატფორმაზე და სურს მიიღოს მომსახურება;

· “მხარეები” – ნიშნავს კომპანიას და მომხმარებელს;

· “ანგარიში” – ნიშნავს მომხმარებლის მიერ ელექტრონულად რეგისტრირებულ ანგარიშს;

· “საბანკო ანგარიში” - ნიშნავს მომხმარებლის მიერ კომპანიისათვის გაზიარებულ საბანკო რეკვიზიტებს, საიდანაც განხორციელდება მომხმარებლის მიერ მიღებული მომსახურების საფასურის ავტომატური ჩამოჭრა და კომპანიისათვის ელექტრონული გადარიცხვა;

· “რეგისტრაცია” – ნიშნავს მომხმარებლის მიერ ელექტრონულად, წინამდებარე აპლიკაციის მეშვეობით სპეციალური პროცედურის გავლასა და ანგარიშის შექმნას მომსახურების მიღების მიზნით;

· “ავტორიზაცია” – მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში რეგისტრირებული ანგარიშის მეშვეობით განხორციელებული ქმედება;

· “პერსონალური მონაცემი” – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელიამისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ანსოციალური ნიშნებით;

· პერსონალურ მონაცემთა დამუშავება − მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;

· პერსონალურ მონაცემთა ავტომატური საშუალებებით დამუშავება − მონაცემთა დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით

· პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრიდება წინამდებარე პლატფორმაზე და რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;

· პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველი - მომსახურების გაწევის, ხარისხის გაუმჯობესების და/ან სახელშეკრულებო პირობათა/მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ასევე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა კანონიერი/ლეგიტიმური საფუძვლები;

· მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა − წინამდებარე აპლიკაციაში გამოხატული ელექტრონული თანხმობა, რომლითაც მონაცემთა სუბიექტმა გამოხატა თანხმობა დამუშავდეს მისი პერსონალური მონაცემები;

· დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − შპს „ელექტრიფაი საქართველო“ (ს/კ 405663802) რომელიც ინდივიდუალურად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას

· დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი (კომპანიის კონტრაჰენტი) ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს/დაამუშავებს შპს „ელექტრიფაი საქართველო“სთვის (ს/კ 405663802) და/ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;

· მონაცემთა მიმღები − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელსაც მონაცემები გადაეცა, გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა;

· პირდაპირი მარკეტინგი − ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;

· პროფაილინგი − მონაცემთა ავტომატური დამუშავების ნებისმიერი ფორმა, რომელიც გულისხმობს მონაცემების გამოყენებას ფიზიკურ პირთან დაკავშირებული გარკვეული პიროვნული მახასიათებლების შესაფასებლად;

· მონაცემთა დეპერსონალიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება, როდესაც შეუძლებელია მონაცემთა სუბიექტთან მათი დაკავშირება ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებს ან/და დროს საჭიროებს;

· მონაცემთა ფსევდონიმიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება, როდესაც დამატებითი ინფორმაციის გამოყენების გარეშე შეუძლებელია მონაცემების კონკრეტულ მონაცემთა სუბიექტთან დაკავშირება და ეს დამატებითი ინფორმაცია შენახულია ცალკე და ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მეშვეობით მონაცემების იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან დაკავშირება არ ხდება;

· ინციდენტი − მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა, რომელიც იწვევს მონაცემების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას, დაკარგვას, აგრეთვე უნებართვო გამჟღავნებას, განადგურებას, შეცვლას, მათზე წვდომას, მათ შეგროვებას/მოპოვებას ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებას.

1. ზოგადი დებულებები

1.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე და/ან აპლიკაციაში რეგისტრაციით და წინამდებარე წესებსა და პირობებზედათანხმებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით მოცემულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მის ყველა პირობას;

1.2. თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება კომპანიის სერვისით სარგებლობის განმავლობაში;

1.3. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობის გამოხატვით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში — პოლიტიკა). ასევე თანხმობას გამოხატავთ მიიღოთ კომპანიისაგან საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებები (მათ შორის: მომსახურების მოცულობის, ფასის, სრული საფასურის ოდენობის და ა.შ.). შესაბამისად, კომპანია უფლებამოსილია გამოგიგზავნოთ საინფორმაციო ხასიათის სმს-ები მობილურ ნომერზე, შეტყობინებები/წერილები ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ა.შ. ხოლო პირდაპირი მარკეტინგული მიზნებით მონაცემთა დამუშავებისათვის კომპანია ცალკე მოიპოვებს თქვენგან წერილობით თანხმობას, თუკი ასეთი თანხმობის გაცემის სურვილი გექნებათ. თქვენ არ იქნებით ვალდებულნი მომსახურების მიღების სანაცვლოდ გასცეთ თანხმობა მონაცემთა მარკეტინგული მიზნით დამუშავებაზე. მომსახურების მისაღებად საკმარისია წინამდებარე დოკუმენტსა და წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადება. ასევე, შესაბამისი ოდენობის თანხის განთავსება საბანკო ანგარიშზე;

1.4. წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. განახლების უფლებამოსილება გააჩნია კომპანიას. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ გაეცნოთ პოლიტიკის დოკუმენტს რეგულარულად;

1.5. კომპანია, მისი შვილობილი და მასთან აფილირებული კომპანიები, მათ შორის კომპანიის კონტრაჰენტი მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი, ცდილობენ დაიცვან იმ პირების პერსონალური ინფორმაცია, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი სერვისებით. შესაბამისად, კომპანიამ შეიმუშავა წინამდებარე პოლიტიკა იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება კომპანიისაგან და ის მიზნები, რომლის მისაღწევადაც კომპანიამ შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს მონაცემები. კომპანია ასევე განსაზღვრავს ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელსაც თქვენი მონაცემების დაცვისათვის იღებს (ზეგავლენის შეფასება);

1.6. წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე და პერსონალურ მონაცემზე, რომელიც თქვენ მიერ ჩვენი სერვისების გამოყენების შედეგად მოიპოვება კომპანიის მიერ. პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების იმ ვებგვერდებზე ან/და სერვისებზე, რომლებიც არ არიან კომპანიასთან აფილირებული, მაგრამ შესაძლოა ასეთ ვებგვერდებთან ან/და სერვისებთან კავშირი კომპანიის პორტალის ან სერვისების საშუალებით იყოს შესაძლებელი (შემდგომში — მესამე პირების ვებგვერდები). გთხოვთ გაეცნოთ მესამე პირების ვებგვერდებით ან/და სერვისებით სარგებლობის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, იმდენად, რამდენადაც კომპანია არ არის პასუხისმგებელი და არ აქვს გავლენა არც მესამე პირების ვებგვერდების ან/და სერვისების შემცველ მასალებზე და არც მათი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკაზე;

1.7. პოლიტიკა უზრუნველყოფს აუცილებელი ჩარჩო პირობების არსებობას კომპანიის მიერ შიდა ან ტრანს-სასაზღვრო მონაცემთა მიმოცვლისთვის (ასეთის არსებობის და/ან საჭიროების შემთხვევაში). პოლიტიკა უზრუნველყოფს ევროპის კავშირის მონაცემთა დაცვის დირექტივის1 და ეროვნული კანონმდებლობის მიერ განსაზღვრულ დაცვის ადეკვატურ დონეს მონაცემთა შიდა და ტრანს-სასაზღვრო მიმოცვლის დროს;

1.8. ანონიმური ან/და ისეთი მონაცემები, რომლებიც არ იძლევიან პირის იდენტიფიცირების საშუალებას, მაგალითად მონაცემები სტატისტიკური შეფასებების ან შესწავლისათვის, არ წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკის რეგულირების საგანს და მათზე არ ვრცელდება წინამდებარე პოლიტიკის დებულებები.

2. მონაცემთა დამუშავების პრინციპები

2.1. მონაცემები დამუშავებულ იქნება შემდეგი პრინციპების დაცვით:

2.1.1. კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად;

2.1.2. მონაცემები უნდა შეგროვდეს/მოპოვებული უნდა იქნეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, მონაცემთა დამუშავების თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;

2.1.3. მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მონაცემები იმ მიზნის თანაზომიერი უნდა იყოს, რომლის მისაღწევადაც ისინი მუშავდება;

2.1.4. მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. მონაცემთა დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, არაზუსტი მონაცემები უნდა გასწორდეს, წაიშალოს ან განადგურდეს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე;

2.1.5. მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა წაიშალოს, განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს დეპერსონალიზებული ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაცემთა დამუშავება განსაზღვრულია კანონით ან/და კანონის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და მონაცემთა შენახვა აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში აღმატებული ინტერესების დასაცავად;

2.1.6. მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებული უნდა იქნეს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

3. მონაცემთა დამუშავების მიზნები/საფუძვლები

3.1. კომპანია გამოიყენებს (დაამუშავებს) თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისათვის:

3.1.1. მომსახურების გაწევის, სახელშეკრულებო პირობების შესრულების, ნაკისრი მოვალეობების აღსრულებისა და უფლებების რეალიზაციისათვის;

3.1.2. კომპანიის პორტალის და სერვისების ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის;

3.1.3. კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის;

3.1.4. ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად

4. მონაცემთა შეგროვებისა და შენახვის მეთოდები

4.1. კომპანია იყენებს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა ქუქი-ჩანაწერი ან თეგი (შემდგომში — თრექინგის ტექნოლოგია), იმისთვის, რომ შევაგროვოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია და გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდს;

4.2. ქუქი-ჩანაწერების ან თეგების ტექნოლოგია გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ კომპანიის პორტალის და სერვისების გამოყენებადობა;

4.3. კომპანია ინახავს თქვენს მონაცემებს მხოლოდ ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნებისათვის (იხ. პუნქტი 3);

4.4. ვის გადავცემთ პორტალზე და სერვისებზე თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?

4.4.1. კომპანიამ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს, მის ან მისი აფილირებული პირების აგენტებს ან კომპანიისათვის სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს თქვენი ქვეყნის გარეთ ან შიგნით, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ჩვენთან აფილირებული პირებს, აგენტებს და სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს, რომლებსაც კომპანიისპორტალის, აპლიკაციის ან სერვისების მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;

4.4.2. თუკი მოვახდენთ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ტრანსფერს, ჩვენ დავრწმუნდებით ვართ თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მაგალითად, გავაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებებს იმ პირებთან, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან იღებენ, რათა მათ უზრუნველყონ ამ მონაცემების ადეკვატური დაცვა;

4.4.3. ასევე, ჩვენს მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული გაიდლაინის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე

4.5. უსაფრთხოების რა ზომები დავნერგეთ მოპოვებული ინფორმაციის დასაცავად?

4.5.1. კომპანიამ მოახდინა ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ კომპანიის მიერ მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.

5. უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით

5.1. მომხარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია:

5.1.1. მოითხოვოს წვდომა მის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების ასლებზე და მის დამუშავებასთან დაკავშირებით ნებისმიერ ინფორმაციაზე, ან მოითხოვოს ასეთი ინფორმაციისდამატება, განახლება ან ჩასწორება;

5.1.2. მოითხოვოს იმ პერსონალური მონაცემების წაშლა, ანონიმურობა ან დაბლოკვა, რომელიც დამუშავებულია კანონისა ან/და ამ წესების შესაბამიდ ან მისი დარღვევით;

5.1.3. მოითხოვოს მონაცემების დამუშავების ლეგიტიმური საფუძვლის შემოწმება;

5.1.4. გააუქმოს თანხმობა. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს თანხმობა. მის გაუქმებამდე დამუშავებული მონაცემები კვლავ მიიჩნევა კანონიერად. ამასთან, ასეთ შემთხვევაში კომპანია ვეღარ გაუწევს სერვისს/მომსახურებას მომხმარებელს;

5.2. აღნიშნული უფლებების განსახორციელებლად (მათ შორის, ნებისმიერი ინფომრაციის წასაშლელად) გთხოვთ დაგვიკავშირდით ელექტრონულ ფოსტაზე: raul@electrify.ge

5.3. მონაცემები ინახება და მუშავდება მანამ, სანამ მომხმარებელი იყენებს კომპანიის მომსახურებას. შესაბამისად, მონაცემები ინახება და მუშავდება მომსახურების გაწევის სრული პერიოდის განმავლობაში.

6. მოქმედების ვადა

6.1. წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართები, ასევე მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება/დამატება, მოქმედებს მომხმარებლის მიერ ანგარიშის გაუქმებამდე.

7. დასკვნითი დებულებები

7.1. წინამდებარე დოკუმენტი ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირგანცხადებებსა და გარანტიებს;

7.2. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნებაგამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;

7.3. კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ წესებსა და პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს კომპანიის საინფორმაციოსაშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის, ან/და ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის ან/და სმს-ის საშუალებით. ამასთან, ნებისმიერი ცვლილება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან;

7.4. ის საკითხები, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესებითა და პირობებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით;

7.5. მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს საქართველოს სასამართლო. პირველი ინსტანციით განსჯადია თბილისის საქალაქო სასამართლო.