Electrify.ge Electrify.ge info@Electrify.ge

გენერალური წესები და პირობები:

წინამდებარე დოკუმენტი შემოღებული და დამტკიცებულია შპს „ელექტრიფაი საქართველო“ს (ს/კ 405663802) მიერ (შემდგომში “კომპანია”). საკონტაქტო ინფორმაცია: ნომერი: +995 32 2 055 100 (Whatsapp); ელ.ფოსტა: info@electrify.ge; მისამართი: საქართველო, თბილისი ,ალ.ყაზბეგის #24

შპს „ელექტრიფაი საქართველო“ (ს/კ 405663802) წარმოადგენს უმაღლესი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, რომელიც ზრუნავს გარემოზე, ეკოლოგიაზე, მომხმარებელთა უფლებებსა და უსაფრთხო, მაღალხარისხიანი მომსახურების მიწოდებაზე.

წინამდებარე წესები და პირობები არის სავალდებულო, იმისათვის რათა თქვენ მიიღოთ შპს „ელექტრიფაი საქართველო“ს (ს/კ 405663802) მომსახურება.

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს სავალდებულო სახელშეკრულებო პირობების ერთობლიობას, რომელიც განსაზღვრავს კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებულ იურიდიულად და ფინანსურად სავალდებულო დოკუმენტს.

შესაბამისად, თანხმობის გამოხატვის შემთხვევაში თქვენ სრულ და გაცნობიერებულ თანხმობას იძლევით ყველა და ყოველ ქვემოთმოყვანილ პირობებზე:

1. შესავალი

1.1. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „ელექტრიფაი საქართველო“ს (ს/კ 405663802) შორის დადებულ სავალდებული ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენს მიერ შპს „ელექტრიფაი საქართველო“ს (ს/კ 405663802) აპლიკაციის მეშვეობით მომსახურების მიღებას. ასევე, შპს „ელექტრიფაი საქართველო“ს (ს/კ 405663802) მიერ თქვენთვის მომსახურების გაწევას, მომსახურების გაწევისათვის საჭირო სამართლებრივ, ტექნიკურ და/ან ფინანსურ საკითხებს, პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებს, საფუძვლებსა და სტანდარტებს;

1.2. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს და მათ დანართებს (არსებობის შემთხვევაში);

1.3. კომპანია წარმოადგენს ვებ-გვერდისა და აპლიკაციების კანონიერ მფლობელს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების/სერვისის შეთავაზება. აღნიშნული მიზნებისათვის:

ვებ-გვერდი - ნიშნავს https://electrify.ge

„აპლიკაცია“ - ნიშნავს ელექტრონულ პლატფორმებს, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელი იღებს კომპანიის სერვისებს. ესენია:

o IOS: https://apps.apple.com/il/app/electrify-georgia-ev-chargers/id6480051671;

o Android:https://play.google.com/store/apps/details?id=ge.electrifygeorgia.app2&pcampaignid=web_share

2. განცხადებები და გარანტიები

2.1. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

2.1.1. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს, გააფორმოს ხელშეკრულება კომპანიასთან და შეასრულოსხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობა ითვლება მომხმარებლის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებად, სახელშეკრულებო პირობებზე თანხმობის გამოხატვად და კომპანია უფლებამოსილი ხდება მიაწოდოს მომხმარებელს მომსახურება დადგენილი პირობების შესაბამისად;

2.1.2. მომხმარებელი აცხადებს, რომ არის ქმედუნარიანი პირი და მოქმედებს თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე და იგი არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ანსხვა ნებისმიერი პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც გამორიცხავს მისი თავისუფალი ნების გამოვლენას. მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ მასზე არ განხორციელებულა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როგორიცაა მუქარა, ზეწოლა, ძალადობა და სხვა და იგი სრულად აცნობიერებს თავისი ნების გამოვლენის შინაარსა და მისგან გამომდინარე სამართლებრივშედეგებს. ყველა და ყოველი პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით ეკისრება მომხმარებელს;

2.1.3. მომხმარებელი ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;

2.1.4. მომხმარებლის მიერ კომპანიისათვის გაზიარებული და კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრირებული ყველა მონაცემი არის ზუსტი. მონაცემთა ცვლილების შემთხვევაში პროგრამაში/აპლიკაციაში შესაბამისი განახლების განხორციელების ვალდებულება და/ან პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს;

2.1.5. კომპანია ხელშეკრულებას დებს მხოლოდ ამ წესებსა და პირობებში მოცემულ განცხადებებზე, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულებისპირობებად. შესაბამისად, მომხმარებლის თანხმობა ამ წესებსა და პირობებზე გულისხმობს ხელშეკრულების დადებას ყოველგვარი წესისა და/ან პირობის გამონაკლისის გარეშე. მოხმარებლის მიერ რომელიმე წესისა და პირობის დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზეცალმხრივი უარის სათქმელად.

3. მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში რეგისტრაცია და ავტორიზაცია

3.1. მომხმარებელი აპლიკაციის მეშვეობით მომსახურების მიღების მიზნით, ვალდებულია დარეგისტრირდეს აპლიკაციაში. აღნიშნულის რეალიზაციის მიზნით:

3.1.1. მომხმარებელი მიუთითებს შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი და ქვეყანა. ასევე, მიღებული მომსახურების საფასურის გადახდის გამარტივების და თანხის ელექტრონული, ავტომატური ჩამოჭრის მიზნით, მომხმარებელი აწვდის პლატფორმას თავისი საბანკო ბარათის რეკვიზიტებს. ამასთან, მომხმარებელი ყოველთვის უფლებამოსილია მოითხოვოს თანხის ავტომატური ჩამოჭრის თაობაზე დეტალური ინფორმაცია - მიღებული მომსახურება, გადახდილი/გადასახდელი საფასური და მიღებული მომსახურების თარიღი;

3.1.2. რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა, რომ მომხმარებელი დაეთანხმოს წარმოდგენილ წესებსა და პირობებს;

3.1.3. მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს;

3.1.4. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებსწვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, რომ მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულადიხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;

3.1.5. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორისდადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;

3.1.6. მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენება შესაძლებელია ავტორიზაციის მეშვეობით.

3.2. მომხმარებელი უფლებამოსილია აბსოლუტურად ნებისმიერ დროს უარი თქვას მომსახურების მიღებაზე. აღნიშნული შეეხება როგორც მომსახურების პროცესს, ასევე - მომსახურების პროცესს მიღმა ნებისმიერ პერიოდს. მომხმარებელი გადაიხდის მხოლოდ იმ უნაკლო მომსახურების ფასს, რომელიც მან (მომხმარებელმა) მიიღო კომპანიისაგან. ხელშეკრულებაზე უარის თქმა არ მოითხოვს არავითარ დამატებით პროცედურას. მომხმარებელი უფლებამოსილია განახორციელოს აპლიკაციის დეაქტივაცია საკუთარ ელექტრონულ მოწყობილობაში. მომხმარებელი ასევე უფლებამოსილია არ გააქტიუროს აპლიკაცია, არ მიიღოს მომსახურება და არ მოახდინოს ავტომობილის დამუხტვა საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად. მომხმარებელს არ დაერიცხება არავითარი საფასური (მათ შორის არავითარი საწევრო გადასახადი), თუკი ის (მომხმარებელი) არ მიიღებს მომსახურებას და არ დამუხტავს ავტომობილს.

4. პასუხისმგებლობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

4.1. კომპანია პასუხისმგებელია:

4.1.1. ტარიფის სწორად და ზუსტად გამოთვლაზე;

4.1.2. პერსონალური მონაცემების მართლზომიერად და კანონიერად დამუშავებაზე;

4.1.3. წესებსა და პირობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში მათ დროულად და ზუსტად განთავსებასა და ასახვაზე;

4.2. მომხმარებლისათვის განზრახ და/ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე;

4.3. ნაკლოვანებაზე, რომელიც გამოწვეულ იქნა კომპანიის უკანონო და/ან ბრალეული ქმედებით;

4.3.1. წინამდებარე წესებისა და პირობების, ასევე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე.

4.4. კომპანიას არ ეკისრება არავითარი პასუხისმგებლობა:

4.4.1. ქურდობაზე, ვანდალიზმზე, ყაჩაღობასა და/ან სხვა ნებისმიერ კრიმინალზე;

4.4.2. მეხის დაცემაზე, მიწისძვრაზე, სეტყვაზე, წყალდიდობასა და/ან სხვა სტიქიურ უბედურებაზე;

4.4.3. ჯარიმებზე, საურავზე და/ან სახელმწიფოს უფლებამოსილი პირების მიერ პასუხისმგებლობის დაკისრების და/ან ჯარიმა-საურავების დარიცხვის არავითარ შემთხვევაზე;

4.4.4. დენის ცვალებადობაზე, ძაბვაზე, რაიმე სახის ელექტრულ მუხტზე, დენის და/ან ძაბვის ცვალებადობაზე და/ან მოწოდების შეფერხებაზე და/ან რაიმე სხვა სახის ტექნიკურ ხარვეზზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს და/ან არ გამოიწვიოს ზიანი, ავტომობილის დაზიანება და მსგავსი რამ;

4.4.5. ავარიაზე, საავარიო სიტუაციაზე, ნებისმიერი მესამე პირის მიერ მიყენებულ/დამდგად ზიანზე, ქმედებაზე და/ან ხდომილებაზე;

4.4.6. რაიმე სახის ისეთ ხდომილებაზე, ქმედებაზე, ფაქტსა და/ან მოვლენაზე, რომელიც სცილდება კომპანიის უფლებამოსილებებს, კომპეტენციებს, გავლენასა და ზემოქმედების საშუალებებს;

4.4.7. ისეთ ზიანსა და/ან ხდომილებაზე, რომელიც გამოწვეულია მესამე პირის ქმედებით, მათ შორის მესამე პირის ბრალეულობით, განზრახვით, უხეში გაუფრთხლებლობით და/ან სხვა სახის უკანონო ქმედებით;

4.4.8. ისეთ ზიანსა და/ან ხდომილებაზე, რომელიც გამოწვეულია ავტომობილის დატენის პროცესში მომხმარებლის მიერ ისეთი მოწყობლობის გამოყენებით, რომელიც არ განეკუთვნება ავტომობილს ქარხნულად. ასევე ისეთ დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია ავტომობილის დეტალების და/ან მომხმარებლის მიერ ავტომობილის დატენის პროცესში გამოყენებული სხვადასხვა მოწყობილობის/მოწყობილობების გაუმართავობით/ხარვეზით;

4.5. კომპანიის პასუხისმგებლობა ვრცელდება მხოლოდ აპლიკაციის სისწორეზე, დამტენი მოწყობილობის გამართულად მუშაობაზე, პერსონალური მონაცემების კანონიერად დამუშავებასა და მოცემული წესებით და პირობებით, ასევე, აქართველოს მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე (რითაც დადგენილია/გათვალისწინებულია კომპანიის პასუხისმგებლობა), მათ შორის კომპანიის ბრალეულობით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე. ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი განხორციელდება მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან თანხის არასწორად ჩამოჭრა, კომპანიას ევალება უსწორობის/ხარვეზის გასწორება. კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას (მომხმარებელს) მის ხელთ არსებული ყველა/სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარდა ისეთი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა, რაც შეიცავს დახურულ ინფორმაციას (დახურული ინფორმაციაა - მესამე პირის/პირთა პერსონალური მონაცემები, სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული საიდუმლო, აღმასრულებელი პრივილეგია). თუ მომხმარებელს არ დააკმაყოფილებს კომპანიის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია, ის (მომხმარებელი) უფლებამოსილია თავად მოიპოვოს ალტერნატიული დოკუმენტაცია. თუ დადასტურებულად დადგინდება კომპანიის ბრალეულობა, ის (კომპანია) სრულად აანაზღაურებს მისი ბრალეულობით გამოწვეულ ზიანს.

5. მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი

5.1. მომსახურების საფასურს განსაზღვრავს კომპანია საკუთარი კორპორატიული შეხედულებისამებრ. მომხმარებლისათვის საფასური ცნობილი იქნება აპლიკაციის მეშვეობით მომსახურების მიღების დაწყებამდე;

5.2. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლის მიერ მიღებული მომსახურების საფასური უაქცეპტოდ და ავტომატურად ჩამოჭრას მისი (მომხმარებლის) საბანკო ანგარიშიდან. აღნიშნული მიზნით მომხმარებელი უზიარებს კომპანიას და აპლიკაციაში მიუთითებს თავისი საბანკო ბარათის რეკვიზიტებს

5.3. კომპანია უფლებამოსილია არ მიაწოდოს, ან შეუწყვიტოს მომსახურება მომხმარებელს, თუკი მას (მომხმარებელს) არ ექნება მითითებულ ბარათზე განთავსებული თანხის ის მინიმალური ოდენობა, რაც დაწესებულია/შესაძლოა დაწესებულ იქნეს კომპანიის მიერ

5.4. კომპანია უფლებამოსილია დააკორექტიროს მომხმარებლის მიერ უკვე მიღებული საფასურიც. კერძოდ, დამატებით ჩამოჭრას მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან უსწოროდ/დანაკლისით მიღებული საფასური და ასევე პირიქით, დაუბრუნოს მომხმარებელს ზედმეტობით ჩამოჭრილი თანხა. ამასთან, მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია უაქცეპტოდ ჩამოაჭრას მომხმარებელს მიღებული საფასური ნებისმიერ დროს, როცა მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე განთავსდება საკმარისი/საჭირო ოდენობის თანხა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებლის ანგარიშიდან თანხა რაიმე ტექნიკური მიზეზის გამო ჩამოიჭრება ზედმეტობით, მაშინ კომპანია დაუბრუნებს მომხმარებელს ზედმეტობით გადახდილ თანხას წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული მიზნებისათვის სამუშაო დღედ ითვლება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით კვირის დღეები, შაბათ-კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით “შრომის კოდექსით” დადგენილი/განსაზღვრული უქმე დღეების გარდა;

5.5. საბანკო რეკვიზიტების ნამდვილობაზე, მომხმარებლის მიერ მისი (რეკვიზიტების) კანონიერად გამოყენებასა და/ან სხვა, აბსოლუტურად ნებისმიერ იურიდიულ და/ან ფინანსურ გარემოებაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. კომპანია ვერ იძიებს და არ იღებს პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, კონკრეტული საბანკო რეკვიზიტები კანონიერად ეკუთვნის მომხმარებელს თუ არა;

5.6. იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი წინასწარ განათავსებს თანხას კომპანიის ანგარიშზე, საკუთარი ბალანსის სახით, ხოლო შემდგომ კომპანიისაგან მოითხოვს აღნიშნული თანხის დაბრუნებას, მან (მომხმარებელმა) უნდა გაითვალისწინოს, რომ მომსახურე კომერციული ბანკი მომსახურების საკომისიოს სახით კომპანიას დაუქვითავს დასაბრუნებელი თანხის გარკვეულ პროცენტს (დაახლოებით 2-3%-ის ფარგლებში). აღნიშნული თანხა დააკლდება მომხმარებელს. შესაბამისად, მომხმარებლისათვის დაბრუნებული თანხა შესაძლოა იყოს 2-3%-ით ნაკლები, ვიდრე მომხმარებელმა მოითხოვა (საბანკო მომსახურების საფასური);

5.7. მომსახურების საფასურს მომხმარებელი გაეცნობა აპლიკაციაში, მათ შორის მომსახურების პროცესის დაწყებამდეც. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ მოწონს მომსახურების საფასური და/ან სხვა ნებისმიერი მიზეზით, ის (მომხმარებელი) უფლებამოსილია უარი თქვას მომსახურებაზე არ მიიღოს კომპანიის მომსახურება. ასევე, მომხმარებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს მომსახურების მიღება /უარი განაცხადოს მომსახურებაზე აბსოლუტურად ნებისმიერ დროს, მათ შორის მაშინაც, თუკი უკვე დაწყებული აქვს მომსახურების მიღება. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი გადაიხდის მხოლოდ იმ საფასურს (იმ თანხას) რა ოდენობის მომსახურებაც რეალურად მიიღო. კომპანია არ აკისრებს მომხმარებელს არავითარ დამატებით და/ან ფარულ საფასურს, მათ შორის არც მომსახურების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში;

5.8. მომხმარებელი უფლებამოსილია არ გადაიხადოს მომსახურების საფასური, თუკი კომპანია მას არ მიაწვდის მომსახურებას, ან - მომსახურების მიწოდება განხორციელდება არსებითი, მნიშვნელოვანი ხარვეზით, რაც დადასტურებული/დადგენილი იქნება შესაბამისი მტკიცებულებით.

6. მარეგულირებელი კანონმდებლობა და კომპანიის რეკვიზიტები

6.1. კომპანია წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას. მისი რეკვიზიტებია: შპს „ელექტრიფაი საქართველო“ (ს/კ 405663802); მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გიგა ჯაფარიძის ქ., №24, ბ. №204; ელექტრონული ფოსტა: beka@electrify.ge

6.2. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს ცვლილება წინამდებარე დოკუმენტში. ამასთან, განახლებას იურიდიული ძალა მიენიჭება განახლებული დოკუმენტის აპლიკაციაში ელექტრონულად გამოქვეყნების შემდეგ

6.3. ყველა და ყოველი სამართლებრივი გარემოება, რაც არაა მოწესრიგებული წინამდებარე დოკუმენტით რეგულირდება და განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;

6.4. მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს საქართველოს სასამართლო. პირველი ინსტანციით განსჯადია თბილისის საქალაქო სასამართლო.

6.5. მოცემული წესები და პირობები საჯარო და ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში, ელექტრონული წესით.. იმ შემთხვევაში, თუკი დოკუმენტში შეტანილ იქნება ცვლილება, ის (ცვლილება) დაუყოვნებლივ აისახება მასში.